Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IOC-მა ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის ოლიმპიურ კომიტეტს აუკრძალა ტოკიოს ოლიმპიადაზე დასწრება


ლუკაშენკა თავის სამ ვაჟიშვილთან ერთად
ლუკაშენკა თავის სამ ვაჟიშვილთან ერთად


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) აცხადებს, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის შვილს, ვიქტარს, აეკრძალათ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა ოლიმპიურ ღონისძიებებზე დასწრების უფლება, ბელარუსის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი სპორტსმენების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო.

IOC-ის სანქცია ვრცელდება ასევე ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაზე, რომელმაც არ დაიცვა ბელარუს სპორტსმენთა გამოხატვის უფლება. კომიტეტის 13 წევრიდან აკრძალვა არ ვრცელდება ერთადერთზე, ტატიანა დროზდოვსკაიაზე.


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყოველგვარ ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს ბელარუსის ოლიმპიურ კომიტეტს, მაგრამ გააგრძელებს ბელარუსი ათლეტების მხარადაჭერას, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ზაფხულისა (კორონავირუსის გამო მომავალ წელს გაიმართება) და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამშებისათვის ემზადებიან.

IOC-ის ამ ნაბიჯს 8 დეკემბერს გამოეხმაურა ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს „ბანდა“ უწოდა და განაცხადა, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG