Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი თავდაცვის ბიუჯეტს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტს.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობამაც, მიუხედავად რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარისა, რომ ვეტოს უფლებით ისარგებლებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

კანონპროექტს კანონმდებელთა 80%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი, მის მისაღებად საჭირო ორ მესამედზე საგრძნობლად მეტმა.

ტრამპი მოითხოვს, რომ დოკუმენტში შეტანილ იქნეს დებულება იმ ნაწილის გაუქმების შესახებ, რომელიც კომუნიკაციაში თავაზიანობის წესების დაცვას ეხება. ის ტექნოლოგიურ კომპანიებს, მათ შორის, Alphabet-ს, Twitter-სა და Facebook-ს ათავისუფლებს მათ პლატფორმებზე მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული კონტენტისთვის პასუხისმგებლობისგან. ტრამპი და მისი მრავალი მხარდამჭერი ფიქრობენ, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მიკერძოებულნი არიან კონსერვატიული იდეების მომხრეთა მიმართ.

ახლა კანონპროექტი, რომელიც თავდაცვისთვის 730 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, სენატმა უნდა განიხილოს. როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, კონგრესის ლიდერები მხარს უჭერენ ამ „ძალზე პოპულარულ“ პაკეტს. სხვა საკითხებს შორისაა ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის ხელფასების ავტომატური გაზრდა 3%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG