Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: მთავარი იდეა, რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მან ოპოზიციურ პარტიებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ხაზარაძის აზრით, ახლა არ არის დაპირისპირების დრო.

„მთავარი იდეა, რის გამოც შეიკრიბა ოპოზიცია, იყო რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრები და ასევე საარჩევნო სისტემის სრული რეორგანიზაცია. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის სრულყოფას ჯერ ვერ ვხედავთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ვგულისხმობ ოპოზიციას, თავი შეიკავოს ერთმანეთის მიმართ თავდასხმისგან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის საფუძველი არსებობს ამისათვის. ყველას უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააანალიზონ, რომ ერთმანეთზე თავდასხმა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საერთო საქმის გაკეთება“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ორი მანდატით პარლამენტში შევა, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებით ძირეული საარჩევნო ცვლილებები მოხდება. ვიდეომიმართვაში ელისაშვილი აღნიშნავდა, რომ ამისთვის საჭიროა, არჩევნების საკითხზე „გაწიკწიკებული“ დოკუმენტი შეიქმნას. ამავე ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, მოლაპარაკებებზე საბოტაჟს გეგმავენ, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

ხატია დეკანოიძის სიტყვებით, ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლით შეიძლება „ოდნავ გაკეთილშობილდეს ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი“, მაგრამ მას მოუწევს არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენა, რატომ შეიცვალა პოზიცია ოპოზიციონერმა, რომელიც მთავარი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აპირებს პარლამენტში შესვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG