Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ჯანდაცვის რეგულატორი სერიოზული ალერგიის მქონეთ ურჩევს, არ გაიკეთონ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის რეგულატორი სერიოზული ალერგიის მქონე პაციენტებს ურჩევს, არ გაიკეთონ Pfizer-BioNTech-ის წარმოებული COVID-19-ის ვაქცინა. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ორ პაციენტს მძიმე თანმდევი მოვლენები განუვითარდა ვაქცინაციის პირველივე დღეს.

დიდმა ბრიტანეთმა 8 დეკემბერს დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, რომლის პირველ ეტაპზე ვაქცინა უკეთდებათ COVID-19-ის პაციენტებთან მომუშავე მედმუშაკებს და ხანდაზმულებს.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) გასულ კვირაში მსოფლიოში პირველმა დაამტკიცა ვაქცინის გამოყენება.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სამედიცინო დირექტორმა სტივენ პოუისმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ NHS-ის ორ თანამშრომელს ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰქონდათ ვაქცინის მიღების შემდეგ. მისი თქმით, ამჟამად ორივე თანამშრომლის მდგომარეობა უმჯობესდება.

MHRA-ის თანახმად, ის გამოკვლევას ჩაატარებს, რათა მეტი ინფორმაცია მოიპოვოს. Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ MHRA-ს გამოკვლევას.

XS
SM
MD
LG