Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ თბილისში 0:7 დამარცხდა შვედეთის ჩემპიონთან


ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩი დიდი ანგარიშით წააგო. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უმასპინძლა შვედეთის „როზენგარდს" და შვიდი უპასუხო გოლი გაუშვა.

სტუმრებმა შეხვედრის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც ექვსბურთიანი უპირატესობით მოიგეს, შესვენების შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ გაზარდეს ანგარიში. „ლანჩხუთელთაგან“ საუკეთესო იყო თათია გაბუნია, ოცი წლის მეკარე, რომელმაც მეტოქის 28 დარტყმიდან 21 მოიგერია. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 15 დეკემბერს გაიმართება შვედეთში.

„ლანჩხუთმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ეტაპი გაიარა და გახდა საქართველოს პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG