აშშ-მა სამი პირი შეიყვანა „მაგნიტსკის აქტის“ სანქციების სიაში - მათ შორისაა ყირგიზეთის საბაჟო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, რაიმბეკ მატრაიმოვი. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა 9 დეკემბერს. დანარჩენი ორი პირი მაკაუდან და ლიბერიიდანაა. გარდა ამისა, სიაში შეიყვანეს სამი ორგანიზაცია - ჰონგ-კონგიდან, პალაუდან და კამბოჯიდან.
შარშან რადიო თავისუფლების, Organized Crime and Corruption Reporting Project-ისა და ყირგიზული ვებსაიტის, Kloop-ის ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ მატრაიმოვი ჩართული იყო კორუფციულ სქემაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყნიდან ასეულობით მილიონი დოლარი გაჰქონდა ჩინეთში დაბადებულ უიღურ ბიზნესმენს, აიერკენ საიმატის, რომელიც 2019 წელს მოკლეს სტამბოლში.