Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში Facebook-ისგან მოითხოვენ, შეელიოს Instagram-სა და WhatsApp-ს


აშშ-ის ფედერალურმა მარეგულირებელმა უწყებამ, ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ (FTC) , და ასევე 48 შტატმა და ორმა ოლქმა სასამართლოს მიმართეს ორი სარჩელით, რომელიც სოციალურ გიგანტ „ფეისბუკს“ ადანაშაულებენ ანტიმონოპოლიური ნორმების უგულებელყოფაში. კერძოდ, სარჩელის ავტორები სთხოვენ სასამართლოს, რომ დააკისროს „ფეისბუკს“ ორი სოციალური პლატფორმის Instagram-ის და WhatsApp-ის გაყიდვა, რომლებიც კომპანია „ფეისბუკმა“ 2012 და 2014 წლებში შეიძინა.

„მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გამყარებისკენ მიმართული საქმიანობით Facebook-ი მომხმარებლებს კონკურენციის უპირატესობით სარგებლობის უფლებას უსპობს. ჩვენ მიზანს წარმოადგენს, ხელი ავაღებინოთ Facebook-ს ანტიკონკურენტულ ქმედებაზე და აღვადგინოთ კონკურენცია“, - განაცხადა FTC-ის კონკურენციის ბიუროს ხელმძღვანელმა იან კონერმა.

Facebook-ის წარმოამდგენლები აპასუხად ცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს წარმატებული ბიზნესის დასჯას და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ (FTC) დართო ნება კომპანიას Instagram-ისა და WhatsApp-ის შეძენაზე.


„ფეისბუკი“, რომელმაც მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა ამ სერვისების გასაუმჯობესებლად, აცხადებს, რომ მზად არის სასამართლო დავისათვის.

XS
SM
MD
LG