Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი: ჩემთვის წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან


ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მისთვის, როგორც საქართველოს სახალხო დამცველისთვის, წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან.

„თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის, მათ შორის, მმართველი პარტიისთვის, ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი“, - აცხადებს ლომჯარია და იმედს იტოვებს, რომ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელთაც ოფიციალური მონაცემებით საარჩევნო ზღვარი გადალახა. 11 დეკემბერს ჩანიშნულ პარლამენტის პირველ სხდომზე სავარძლებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეავსებენ. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აპირებს მანდატების ანულირებაზე შეთანხმება გააფორმონ.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას, შორის აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები გარკვეულწილად შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის საკანონმდებლო რეფორმაზე, თუმცა მთავარ საკითხზე, ახალ არჩევნებზე, კონსენსუსი ვერ დგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG