Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Messenger-ი შეფერხებით მუშაობს


მარკ ზაკერბერგი წარადგენს Messenger-ის პლატფორმას. 2015 წლის 25 მარტი.
მარკ ზაკერბერგი წარადგენს Messenger-ის პლატფორმას. 2015 წლის 25 მარტი.

Facebook-ის საკომუნიკაციო პლატფორმა Messenger-ი ბოლო რამდენიმე საათია შეფერხებით მუშაობს. შეფერხების შესახებ წერენ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

ხარვეზებთან დაკავშირებული საჩივრების რუკა - Downdetector.com
ხარვეზებთან დაკავშირებული საჩივრების რუკა - Downdetector.com

ინტერნეტპლატფორმა Downdetector-ის ინფორმაციით, ხარვეზების შესახებ საჩივრები აქტიურად შედის როგორც "მესენჯერის" ასევე ინსტაგრამის შესახებაც.

Downdetector-ზე Messenger-ის ხარვეზების შესახებ შემოსული საჩივრების მატება თბილისის დროით, დაახლოებით, 13:30 საათზე დაიწყო. მომხმარებლები ყველაზე ხშირად ასაჩივრებდნენ შეტყობინებების გაგზავნის პრობლემას. ასევე უჭირდათ სერვერთან დაკავშირება და "მესენჯერში" შესვლა.

ჯერჯერობით "ფეისბუკს" ხარვეზების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG