Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი


1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი: პაოლო როსის (მარცხნიდან მესამე) გოლი გააქვს გერმანიის ნაკრების კარში.
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი: პაოლო როსის (მარცხნიდან მესამე) გოლი გააქვს გერმანიის ნაკრების კარში.

გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი. ის იყო 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ევროპის ყველა საკლუბო ტურნირების გამარჯვებული. როგორც იტალიური პრესა იტყობინება, როსი ოთხშაბათს გარდაიცვალა 64 წლის ასაკში. ცნობაში ნათქვამია, რომ მას უკურნებელი სენი სჭირდა.

როსი იტალიის გუნდების „იუვენტუსის“, „ვიჩენცის“, „მილანის“, „პერუჯისა“ და „ვერონის“ თავდამსხმელი იყო, 340 მატჩი ითამაშა და 134 გოლი გაიტანა.

1979 წელს, როცა ის „პერუჯაში“ თამაშობდა, როსი რამდენიმე თვით ციხეში აღმოჩნდა და ორი წლით იქნა დისკვალიფიცირებული გარიგებულ მატჩში მონაწილეობაზე თანხმობისთვის. სპორტს ის დაუბრუნდა 1982 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ექვსი გოლით.

იმ წელს როსი ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, მოგვიანებით World Soccer-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG