Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ლიდერი იქნება


მე-10 მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება. ამის შესახებ მან თავად განაცხადა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტში პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება და მას ოფიციალურად დაამტკიცებენ.

"დღეს გაიმართა საბოლოო კონსულტაციები პარტიაში და მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში და მიღებული იქნა შემდეგი გდაწყვეტილებები", - თქვა მან.

ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იმ დრომდე იყო, სანამ საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და მის საპარლამენტო სკამზე დაჯდომის გამო გადადგომა არ მოუწია. მას შემდეგ ის პარლამენტში რიგითი დეპუტატის თანამდებობას იკავებდა, თუმცა კვლავ იყო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG