Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს გილმორი: რუსეთი ოკუპაციით აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას


ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე ილაპარაკა ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

10 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის გამოსვლის შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთი ისევ ძირს უთხრის საერთო წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ჯეიმს გილმორის თქმით, ყირიმის მიტაცებით და ოკუპაციით და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის პროვოცირებით, რუსეთმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულ ყირიმს რკინის მუშტით თავს ახვევს საკუთარ ნებას და ყირიმელებს დევნის და აპატიმრებს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, ან ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ჯეიმს გილმორის განცხადებით, მოსკოვი საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ოკუპაციით აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ამერიკელმა დიპლომატმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მიმართა, რომ რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ უკანონო შეჭრაა, არამედ ძირს უთხრის ეუთოს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG