Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი: დროა, ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის უახლესი ისტორიის გადაფასების დრო დადგა.

„ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა, ჩვენი ისტორია სამართლებრივ და სამართლიან გზას დავაბრუნოთ. დროა, საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას.

საქართველოს უზენაესი საბჭო, რომლის პირველი თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო, 1992 წლის იანვრის გადატრიალების შედეგად დაიშალა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG