Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტიის წევრებმა პარლამენტის შენობასთან სარიტუალო გვირგვინი მიიტანეს


ლეიბორისტული პარტიის წევრები პარლამენტის შენობასთან სარიტუალო გვირგვინით მივიდნენ. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მათ გვირგვინი „ქართული პარლამენტარიზმის პანაშვიდზე“ მიიტანეს:

„იქ, სადაც არ არის არჩევანის თავისუფლება, შეუძლებელია, ადამიანის რომელიმე უფლება იყოს დაცული. სიტუაცია ტრაგიკულია, მაგრამ გამოსწორებას ექვემდებარება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ბრძოლით გაზაფხულზე გავაცოცხლებთ პარლამენტს, იშვება ახალი პარლამენტი, მრავალპარტიული, სადაც ერთი ადამიანის სურვილებსა და დანაშაულებრივ ზრახვებზე აღარ იქნება დამოკიდებული თითოეული ადამიანის ბედი და განვითარება“.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები ესწრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG