Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი აფეთქება მოხდა. დაღუპულია თავდამსხმელი


11 დეკემბერს რუსეთის რეგიონ ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი აფეთქება მოხდა უშიშროების სამსახურის (ФСБ) შენობის მახლობლად.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დაშავდა ექვსი კაცი, მათ შორის, უშიშროების თანამშრომლები და გამვლელები. აფეთქების დროს დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშე.

გავრცელებული ცნობით, პირველი აფეთქება მოხდა დაბა უჩკეკენში, სადაც 11 დეკემბრის დილით მცირე ნაღმი ამოქმედდა. ხოლო როდესაც ადგილზე უშიშროების სამსახურის აგენტები მუშაობდნენ, მოხდა მეორე აფეთქება. იგი განახორციელა თვითმკვლელმა, რომელიც შემთხვევის ადგილის მახლობლად მდგარი მანქანიდან გამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მუშაობა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი „ექსტრემისტული დაჯგუფებების შეხედულებებს იზიარებდა“ და სანამ თავს აიფეთქებდა, მოასწრო დაყვირება - „ალაჰ აკბარ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG