Accessibility links

logo-print logo-print

სააკაშვილი: დღეს რაც მოხდა თბილისში, ქართველი ხალხის გამარჯვებაა


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომასა და ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას ეხმაურება. ის სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება, არ შესულიყო პარლამენტში, ქართველი ხალხის გამარჯვებაა:

„არავის სჯეროდა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს. ამიტომ, ეს მართლაც სასწაულია. ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არავინ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, რათა საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური პარლამენტი, საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში“.


დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომას არ ესწრება ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG