Accessibility links

site logo site logo

მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა


საქართველოს მთავრობა, ფოტო არქივიდან

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მეათე მოწვევის პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა, რაც, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა ცნობად მიიღო.

მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. აღნიშნულ პროცედურას საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლი განსაზღვრავს.

კანონის თანახმად, პარლამენტმა მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში, ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. პარლამენტს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

„ქართულ ოცნებაში“ რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში 150-დან 90 დეპუტატი ჰყავს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი გახარია.

დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. სხდომას არ დასწრებია ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG