Accessibility links

site logo site logo

პუტინმა ნავალნის უწოდა „ცნობილი ფიგურანტი“, მაგრამ გამორიცხა მის მოწამვლაზე საქმის აღძვრა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპრეზიდენტო საბჭოს წევრებთან ონლაინშეხვედრაზე ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, მაგრამ კვლავ არ ახსენა ცნობილი ოპოზიციონერის სახელი.

პუტინმა ნავალნის უწოდა „ცნობილი ფიგურანტი“ და განმარტა, თუ რატომ არ შეიძლება მისი მოწამვლის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.


აღნიშნული შეხვედრა გუშინ გაიმართა, მაგრამ საუბრის გაშიფრული ვარიანტი კრემლის საიტზე მხოლოდ 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.


ნავალნის შესახებ ვლადიმირ პუტინს შეეკითხა საბჭოს წევრი, პუბლიცისტი, ნიკოლაი სვანიძე, რომელმაც დასძინა, რომ „ნავალნის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება რომ არ არის დაწყებული, ეს არა მხოლოდ ქვეყნის რეპუტაციას აყენებს ზიანს, არამედ აკნინებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების უფლებათა დაცვის საქმეს“.

ამაზე პუტინმა უპასუხა, რომ „ფიგურანტის“ მოწამვლის საქმეზე მიმდინარეობს შემოწმება. „უბრალოდ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რადგან არ გვაქვს მასალები“, აღნიშნა პუტინმა და დაიჩივლა, რომ გერმანია, სადაც ნავალნი სამკურნალოდ იმყოფება, არ თანამშრომლობს რუსეთთან და არ აწვდის საქმეში არსებულ ოფიციალურ ბიოლოგიურ მასალას.



სვანიძე ჩაეკითხა პუტინს: კაცი კინაღამ მოკვდა და რატომ არ შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაო.

„არა, არ შეიძლება, ვინაიდან, თუ კაცი კინაღამ მოკვდა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. მაგრამ შემოწმება ტარდება“, - დასძინა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას ალექსეი ნავალნიმ ასეთი პასუხი მოაყოლა სოციალურ ქსელში: „წარმოუდგენლად უბრალოა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG