Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა


ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება. 2019 წელი
ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება. 2019 წელი

ფიფას ყოველწლიური ჯილდოს - The Best-ის - კანდიდატთა სია სამ ფეხბურთელამდე შემცირდა.

მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლას შემორჩნენ არგენტინელი ლიონელ მესი („ბარსელონა“), პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი“) და პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“).

საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები არიან: ინგლისელი ლუსი ბრონზი („მანჩესტერ სიტი“), დანიელი პერნილა ჰარდერი („ჩელსი“) და ფრანგი ვენდი რენარი („ლიონი“).

The Best-ის ცერემონია 17 დეკემბერს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.

XS
SM
MD
LG