Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყობინებიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ


მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ პირველად დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

როგორც ტასი იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, 12 დეკემბერს აზერბაიჯანის მხარემ საიერიშო მოქმედბები განახორციელა ყარაბაღის სამხრეთში, თაღლარისა და ხცაბერდის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფები „ადეკვატურ ზომებს მიმართავენ“.

მანამდე, შაბათს, ყარაბაღის თავდაცვის არმიამ უარყო აზერბაიჯანის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სომხეთის ძალებმა შეიარაღებული პროვოკაცია განახორციელეს ჰადრუთის მონაკვეთზე და დაჭრეს აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები.

10 ნოემბერს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ. აზერბაიჯანისა და სომხური მხარე შეჩერდნენ დაკავებულ პოზიციებზე, რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს უბრუნდება ყველა რაიონი მთიანი ყარაბაღის პერიმეტრზე. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს დერეფნების შექმნას, რომლებიც სომხეთს დააკავშირებს ყარაბაღთან, აზერბაიჯანს კი - მის ექსკლავ ნახიჩევანთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG