Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 14 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ


მოელიან, რომ მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები 14 დეკემბრიდან დაიწყება აშშ-ში, სადაც ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა ეპიდემიის განმავლობაში 300 000-ს გასცდა. ეს რიცხვი უკვე აღემატება აშშ-ის მსხვერპლს მეორე მსოფლიო ომში.

მანამდე აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარიული მეთვალყურეობის უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაჩქარებული წესით გაიცეს ნებართვა ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებისთვის, რომელიც ამერიკულმა კორპორაცია Pfizer-მა შექმნა გერმანულ კომპანია BioNTech-თან თანამშრომლობით.

ვაქცინის პირველი პარტია, 3 მილიონი პრეპარატი, 14-16 დეკემბერის ფარგლებში მოხმარდება 16-დან 85 წლის მოქალაქეების აცრას.

პრიორიტეტული პირველ ეტაპზე იქნება სამედიცინო პერსონალის, ხანდაზმულთა სახლებში მყოფი ადამიანების და იმ სახელმწიფო მოხელეების ვაქცინაცია, რომლებზეც არის დამოკიდებულ მთავრობის გამართული საქმიანობა.


აშშ-ის გარდა, კანადაშიც 14 დეკემბრიდან ელიან ვაქცინის მიღებას გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის.

ვაქცინაციის პროცესი დეკემბრის დასაწყისიდან უკვე მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში. Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელსაც, როგორც აცხადებენ, 95%-იანი ეფექტიანობა აქვს, მხარი დაუჭირეს მექსიკამ, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და ისრაელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG