Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ დაიწყო ხმის მიცემა შემდეგი პრეზიდენტის რანგში ბაიდენის დასამტკიცებლად


აშშ-ის 50 შტატში და კოლუმბიის ოლქში ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები შეხვედრებს მართავენ, რათა ფორმალურად აირჩიონ ჯო ბაიდენი აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად.

ვერმონტის, ტენესის და აღმოსავლეთის სხვა შტატების კოლეგიების წევრებმა უკვე მოიყარეს თავი შტატების დედაქალაქებში. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და მათ დაითვლიან 6 იანვარს, კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უხელმძღვანელებს.

აშშ-ის კონსტიტუციით, პრეზიდენტი უნდა არჩეულ იქნას ელექტორთა უმრავლესობის მიერ. თუ უმრავლესობას ვერავინ მოიპოვებს, მაშინ გადაწყვეტილებას წარმომადგენელთა პალატა მიიღებს.

ბაიდენმა თავის მეტოქესთან, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შედარებით 7 მილიონზე მეტი ხმა მიიღო - თუმცა ხმების რაოდენობა საბოლოო შედეგს არ განსაზღვრავს. აშშ-ის ისტორიაში ხუთი პრეზიდენტი იყო არჩეული იმის მიუხედავად, რომ მათმა ოპონენტებმა მეტი ხმა მიიღეს, ყველაზე ბოლოს ასეთი შემთხვევა დონალდ ტრამპისა იყო, 2016 წელს.

საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრა წელს ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს აცხადებს აღიაროს არჩევნებში დამარცხება და კვლავ გამოდის უსაფუძვლო განცხადებებით არჩევნების გაყალბების შესახებ.

ბაიდენი სიტყვით გამოსვლას გეგმავს 14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოლეგია დაასრულებს კენჭისყრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG