Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დაღუპულთა რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს


მედდა სანდრა ლინდსი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისას
მედდა სანდრა ლინდსი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისას

ორშაბათს, 14 დეკემბერს, აშშ-მა დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა.

აშშ-ში იმუნიზაციის პროგრამის დაწყება დაემთხვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხელახალი "ლოკდაუნის" ამოქმედებას, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო. ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური პანდემიის დასრულებამდე კვლავაც დიდი გზაა გასავლელი.

ნიუიორკელი მედდა, სანდრა ლინდსი გახდა პირველი ადამიანი ამერიკაში, რომელსაც გაუკეთეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა, რაც ტელევიზიით ცოცხალ ეთერში გადაიცემოდა. ექვსი დღით ადრე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო ბრიტანეთში.

XS
SM
MD
LG