Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი


 რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში”, - აღნიშნავს რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის ფაქტზე. მისი შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის - არა.

„შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში”, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუკზე“ და გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის.

„გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი“, - წერს რომან გოცირიძე.

დღეს დილით გრიგოლ ვაშაძემ „ფეისბუკით“ აცნობა საზოგადოებას, რომ ის ტოვებდა "ნაციონალურ მოძრაობას".

„უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად“, - წერდა გრიგოლ ვაშაძე „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG