Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა პოლიტპატიმარმა იჰარ ლოსიკმა შიმშილობა გამოაცხადა. მას რეჟიმი ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრება


იჰარ ლოსიკი
იჰარ ლოსიკი

ბელარუსმა პოლიტპატიმარმა და რადიო თავისუფლების კონსულტანტმა იჰარ ლოსიკმა შიმშილობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 15 დეკემბერს მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის ორი მუხლით, რაც 3-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზების და მასობრივი არეულობის მომზადებაში მონაწილეობისთვის.

იჰარ ლოსიკის წინასწარი პატიმრობის ვადა 25 დეკემბერს იწურებოდა. პოლიციამ იგი ივნისის ბოლოს დააპატიმრა მისი ბლოგის საშუალებით 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების სამზადისის აქტიური გაშუქებისათვის.

იჰარ ლოსიკის მიერ შიმშილობის გამოცხადება რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან დაადასტურა მისმა ცოლმა, დარია ლოსიკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქმრის მხარდაჭერის ნიშნად მანაც დაიწყო შიმშილობა.

ლოსიკის გარდა ბელარუსის ციხეებში რამდენიმე ასეული დისიდენტი იმყოფება, მათ შორის, პრეზიდენტობის ყოფილი სავარაუდო კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა და ოპოზიციის პრეზიდიუმის წევრი მარია კალესნიკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებაში.

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უკვე მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ.

აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის გარემოცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG