Accessibility links

logo-print logo-print

კიევში მცირე ბიზნესის დაცვის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა


კიევის ცენტრში, მაიდან ნეზალეჟნოსტიზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. უკრაინის ნაციონალური პოლიციის ცნობით, შეტაკების დროს დაშავდა 40 სამართალდამცველი.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოძრაობა SaveФОП-ის წარმომადგენლები და მისი მომხრეები კიევის ცენტრალურ მოედანზე კარვების დადგმას შეეცადნენ.


პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, პასუხად, მათი მიმართულებით დემონსტრანტთა რიგებიდან ისროდნენ ქვებს და სხვა ბლაგვ საგნებს.

შეტაკებაში დაშავდა ექვსი დემონსტრანტი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს.

ამჟამად კიევის ცენტრში შეკრებილია რამდენიმე ასეული დემონსტრანტი. ისინი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლები 14 დეკემბერს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადას, წინ შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ 8-დან 24 იანვრამდე შემოღებული კარანტინის გაუქმებას. მანამდე ისინი უპირისპირდებოდნენ სავალდებულო სალარო აპარატების შემოღებას.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენესკის ინიციატივით, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა სალარო აპარატების შემოღების გადავადებას 2022 წლის 1 იანვრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG