Accessibility links

site logo site logo

ევროპაში გაამკაცრეს კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები


კორონავირუსის ეპიდემიის გამო, დღეიდან, 16 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, გერმანიაში დაიკეტა ყველა მაღაზია. მუშაობენ მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ფოსტა, სატრანსპორტო საშუალებების სახელოსნოები და სამრეცხაოები.

გერმანიაში ისევ დახურულია შეზღუდვების გამკაცრების პირველ ეტაპზე დაკეტილი სილამაზის სალონები, სპორტული დაწესებულებები, თეატრები და მუზეუმები. რესტორნები და კაფეები მხოლოდ ე.წ. გატანის სისტემით მუშაობენ. სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. შობის დღესასწაულზე ნებადართულია სტუმრად არაუმეტეს 4 ადამიანის მიწვევა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საფრანგეთში 20:00-დან 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა, გამონაკლისი იქნება მხოლოდ 25 დეკემბერი, შობის ღამე.

ზომები გაამკაცრა ლიეტუვის მთავრობამაც. 16 დეკემბრიდან 31 იანვრამდე დაიკეტა მაღაზიების უმრავლესობა. საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 3 იანვრამდე ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრებთ სხვა მუნიციპალიტეტში გამგზავრება ეკრძალებათ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირდა 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი და 34 400-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG