Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში, 18 ათასამდე ტესტმა კორონავირუსის 3487 შემთხვევა გამოავლინა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1922-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გაკეთდა 17 943 PCR და სწრაფი ტესტი და გამოვლენილია კორონავირუსის 3487 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 198 387 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2495-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 167 281.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG