Accessibility links

site logo site logo

გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის მაღალჩინოსნები დააკავეს


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი რურუას ცემის საქმეზე პენიტენციური სამსახურის 2 თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულია პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ციხის მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. ამ მუხლით ჯარიმა, შინაპატიმრობა ან 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. უწყება განმარტავს, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება.

რურუას 5-მა პატიმარმა 2 ნოემბერს სცემა. ის ამ დროს ადვოკატთან შესახვედრად იყო გამოსული საკნიდან. პენიტენციური სამსახური განმარტავდა, რომ ცემის გამო რურუას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის არეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG