Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშები ჩამოიტანა


ჩინეთის ავტომატურმა-უპილოტო კოსმოსურმა სადგურმა, „ჩანიე-5-მა“ დედამიწაზე ჩამოიტანა მთვარის ნიადაგის ნიმუშები. აპარატმა კაპსულა ჩამოაგდო ჩინეთის ჩრდილოეთში, შიდა მონღოლეთის რეგიონში.

მთავრის გრუნტის ნიმუშები პირველად 44 წლის წინ ჩამოიტანეს. დღემდე ეს მხოლოდ აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა გააკეთეს. ბოლო ასეთი მისია შედგა 1976 წელს.

ჩინეთის აპარატი მთვარეზე გაფრინდა 23 ნოემბერს. მან მთავრის ნიადაგის ნიმუშები აიღო რიუმკერის მწვერვალთან, მთვარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მათი გამოყენება მოხდება დედამიწის თანამგზავრის ფორმირების პროცესების შესწავლის მიზნით. ჩინეთი აქტიურად ჩაერთო მთვარის შესწავლის საქმეში და გეგმავს 2030 წლისთვის კოსმონავტები გაუშვას მთვარეზე, ხოლო მოგვიანებით ბაზა ააგოს იქ. მსგავსი გეგმები აქვს რუსეთს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2017 წელს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმად, არაუგვიანეს 2023 წლისა ასტრონავტებს გაუშვებს მთვარეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG