Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიიდან ავღანეთში დააბრუნეს მოქალაქეები, რომლებმაც თავშესაფარზე უარი მიიღეს


გერმანიიდან დეპორტირებული ავღანელი ლტოლვილები, 2017 წლის სექტემბერი.
გერმანიიდან დეპორტირებული ავღანელი ლტოლვილები, 2017 წლის სექტემბერი.

ავღანეთის მოქალაქეთა 30-კაციანი ჯგუფი, რომელსაც გერმანიაში უარი უთხრეს თავშესაფარზე, დაბრუნდა ქაბულში. ამის თაობაზე განაცხადა ავღანეთის ლტოლვილთა და დეპორტაციის სამინისტროს წარმომადგენელმა 17 დეკემბერს.

2016 წლის დეკემბრის შემდეგ გერმანიიდან ავღანეთში დაბრუნდა 937 მოქალაქე, რომელსაც უარი უთხრეს თავშესაფრის მიღებაზე. სამშობლოში მათი დაბრუნებისთვის შესრულდა 34 ჩარტერული საჰაერო რეისი. ბოლო ასეთი რეისი მარტში განხორციელდა.

ავღანელი მოქალაქეები უკან დააბრუნეს ასევე ავსტრიამ და ბულგარეთმა 16 დეკემბერს.

უფლებადამცავი ჯგუფები აკრიტიკებენ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებს თავშესაფრის მსურველთა დეპორტაციის გამო, რადგან ავღანეთში მათი დაბრუნება სახიფათოა.

ავღანეთში ორი ათეული წელია ომი მიმდინარეობს და მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკეებების მიუხედავად, ძალადობა გრძელდება, ყოველდღიურად ხდება თავდასხმები, რასაც ასეულობით სამოქალაქო პირი ეწირება.

ავღანეთში გაეროს მისიის თანახმად, წელს თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2117 ადამიანი, ხოლო 3822 დაშავდა. კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG