Accessibility links

logo-print logo-print

პუტინი აგრძელებს წლიურ პრესკონფერენციას და აცხადებს, რომ რუსეთი პანდემიას უკეთ გაუმკლავდა, ვიდრე სხვა ქვეყნები


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 17 დეკემბერს მართავს პრესკონფერენციას, რომელიც ტრადიციულად, წლის ბოლოს მიმართება ხოლმე და რომლის ფონზე გავრცელდა ეჭვი, რომ რუსეთი იდგა აშშ-ის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ მოწყობილი კიბერთავდასხმის უკან, და გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც წარმომადგენს ვარაუდს ალექსეი ნავალნის მოწამვლაში რუსეთის უშიშროების სამსახურის მონაწილეობის შესახებ.

ვლადიმირ პუტინმა „ბერლინის კლინიკაში“ მყოფ პაციენტად მოიხსენა ალექსეი ნავალნი და თქვა: „მე ვიცი, პესკოვი მხოლოდ გუშინ მომიყვა ბოლო მონაგონზე ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებთა მონაცემებზე და ასე შემდეგ. მომისმინეთ, ჩვენ შესანიშნავად გვესმის, თუ რასთან გვაქვს საქმე. როგორც პირველ, ისე ამ შემთხვევაში არავითარი გამოძიება ეს არ არის, ეს არის აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია. ჩვენ რა არ ვიცით, რომ ისინი თვალს ადევნებენ ლოკაციას? ჩვენ სპეცსამსახურებს ეს ძალიან კარგად ესმით და ძალინ კარგად იციან ამის თაობაზე! იციან ეფ-ეს-ბე-ს და სხვა სპეციალური ორგანოების თანამშორმლებმა. და ისინი ტელეფონებით სარგებლობენ იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნიათ ისე, რომ არ დამალონ თავიანთი ადგილმდებარეობა. თუ ეს ასეა და მე გარწმუნებთ, რომ ასეა, - ეს ნიშნავს, რომ ბერლინის კლინიკაში მყოფი ეს პაციენტი, მოცემულ შემთხვევაში, აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს“, - განაცხადა პუტინმა, 17 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ, მისი პრეზიდენტობის პერიოდში რიგით მე-16 პრესკონფერენციაზე.

ვლადიმირ პუტინის თქმით, ზემოხსენებული მოსაზრებიდან გამომდინარე რუსეთის სპეცსამსახურები მართებულად ადევნებდნენ თვალს ნავალნის, რომელსაც პუტინი თავის სახლით არასოდეს მოიხსენიებს. „ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის უნდა მოწამლონ. ვის რაში სჭირდება (იცინის) ...რომ სდომებოდათ ალბათ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენო“, - დასძინა ვლადიმირ პუტინმა.

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, 2020 წელს წააწყდა პრობლემებს კოვიდ-19-ის გამო, მაგრამ პანდემიას უკეთ გაუმკვლავდა ვიდრე ქვეყნის უმრავლესობა.

რუსეთში, სადაც 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, პანდემიის დაწყებიდან, სულ, კორონავირუსის დაახლოებით, 2,7 მილიონი შემთხვევა აღირიცხა და მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ამ მხრივ. რუსეთის მაჩვენებელი მეათეა კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვის მიხედვით. „დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემებს ვაგვარებთ, როგორც საჭიროა, და შეიძლება უკეთაც, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც სამართლიანად ამაყობენ ეკონომიკური სტაბილურობით, განვითარებული სოციალური სამსახურებით და ჯანდაცვის სისტემით“, განაცხადა პუტინსა 17 დეკემბერს.

პუტინი, როგორც მან თქვა, მოელის, რომ რუსეთის საერთო შიდა პროდუქტი დაეცემა 3,6 პროცენტით, რაც, პუტინის თანახმად, აშშ-ის და ევროკავშირის მონაცემებზე ნაკლებია. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთის საფინანსო სისტემა სტაბილურია.

პანდემიის გამო წელს წელს პუტინის პრეს-კონფერენცია იმართება ახალი ფორმატით. ეს არის ვიდეო-კონფერენცია პირდაპირი ეთერის ელემენტებით, რომლის დროსაც პუტინი რუსეთის მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხებს.

პრეს-კონფრენციის დროს პუტინი თავის რეზიდენციაში, ნოვო - ოგარიოვოშია.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში. კრემლის ცნობით, აკრედიტაცია წელს მიიღო 774 ჟურნალისტმა, რაც ორნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან.

მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში ფედერალური და უცხოეთის მედიის 247 წარმომადგენელი მუშაობს. რუსეთის მედიისთვის მოწყობილია ცენტრები რუსეთის კიდევ რვა ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG