Accessibility links

site logo site logo

კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და თანამშრომელი დაჭრეს - „ვივამედი“


გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები კლინიკა „ვივამედში“ შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.

„ალბათ 3 ან მეტი ადამიანი იყო. ინვენტარი განადგურებულია - სკამები, შუშები, შემოსასვლელი კარები ჩალეწილია; რეგისტრატურის დაფები და ა.შ. და უმძიმესად დაჭრილია დაცვის თანამშრომელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზურაბ ჩხაიძე „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი და განაგრძობს, რომ საბოლოოდ, პოლიციამ განმუხტა სიტუაცია.

ჩხაიძის თქმით, თავდასხმის მიზეზი უცნობია, ვინაიდან ჩხუბის დროს პერსონალის მიმართ არაფერს ამბობდნენ და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ და „ვერც ექნებოდათ რაიმე პრეტენია სამედიცინო პერსონალის მიმართ“. მისივე თქმით, რა მოხდა კლინიკის შესასვლელში, პოლიცია გაარკვევს.

„გაურკვეველია მიზეზი. ეს იყო უმძიმესი პაციენტი. არაერთხელ იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, პატიმრობის პერიოდშიც. ძირითადად, მოჰყავდათ ხოლმე სუიციდის მცდელობებზე, თვითდაზიანებებით, უცხო სხეულის ყლაპვებით. რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები, ბოლო შემოსვლისას იყო ჰიპოოლემიური შოკი, ანუ გამოფიტული ორგანიზმითა და სასიცოცხლო ფუნქციებდაკარგული შემოვიდა“, - ამტკიცებს ზურაბ ჩხაიძე.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაციენტის ან გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები თავს დაესხნენ საავადმყოფოს თანამშრომლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG