Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სპორტსმენები ორი წელი ვერ შეძლებენ გამოსვლას ეროვნული დროშის ქვეშ


რუსეთის სპორტსმენები ორი წელი ვერ შეძლებენ გამოსვლას ეროვნული დროშის ქვეშ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ მსოფლიო და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოების დავაში. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ადრე გამოვიდა რეკომენდაციით, რუსეთის სპორტსმენებს ოთხი წლით აეკრძალოთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა.

რუსეთს ამ ვადით აეკრძალა მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების ჩატარება. აკრძალვა არ ეხება ევროპულ შეჯიბრებებს. კერძოდ, 2021 წლის ზაფხულში რუსეთი უმასპინძლებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, 2022 წელს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ WADA-ს მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს 2019 წლის იანვრიდან სასამართლოს ვერდიქტამდე გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ.

რუსეთის სპორტში უკვე რამდენიმე წელია გრძელდება სკანდალი დოპინგის თაობაზე. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ დოპინგის პროგრამა სახელმწიფო დონეზე მოქმედებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG