Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს


კახა კალაძე.
კახა კალაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე „ფეისბუკ“-Live-ით მიმართა საზოგადოებას.

„ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც პანდემიიდ დროს გვაქვს ქვეყანაში.

გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და Covid – 19-ს. სიცოცხლე გრძელდება მეგობრებო, სიცოცხლე მშვენიერია. ახალი წელი დარწმუნებული ვარ მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს“, - ამბობს თბილისის მერი.

თბილისის საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც გასულ წელს ბიუჯეტს 997 ათას ლარამდე დაუჯდა, 2020 წლისთვის გადაკეთდება. იტალიური ნაძვის ხის განახლება-მორთვის სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 195,8 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.

როგორც მერიაში აცხადებენ, ნაძვის ხე დაზიანებული არ არის და მას ტოტები დაემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG