Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით მიღწეული სტაბილიზაცია დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა:

„აქედან გამომდინარე, იცით, რომ პირველ რიგში გვექნება ჯერ კომუნიკაცია კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ექნებათ ეპიდემიოლოგებს და შრომით უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2635 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 49 პაციენტი, 2244-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა. შეზღუდვების გეგმა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას და დახურული სავაჭრო ობიექტების გახსნას ითვალისწინებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG