Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზისტენციალიზმის გზა


ავტორი: ქრისტინა ხუფენია

თუ მე-20 საუკუნოვანი განწყობის ასახვა დაგვჭირდება, ამისთვის ეგზისტენციალიზმი საუკეთესო სარკე იქნება. ფილოსოფიის ამ ტენდენციამ მკაფიო კვალი დატოვა ისტორიასა და ლიტერატურაში და მისი გულდასმით შესწავლის შემდეგ დავადგენთ, თუ რამდენად ახლოსაა იგი თითოეულ ჩვენგანთან. ეს სულაც არ არის ცხოვრების პირქუში შეგრძნება, აქ ბევრი ნიუანსია, ამიტომ ნუ იჩქარებთ გაღიზიანებას ცხოვრების უაზრობის გაცნობიერებით (ამის შესახებ ეგზისტენციალისტები გვეუბნებიან). შესაძლოა ის, რისთვისაც ცხოვრობთ უკვე თქვენს გარშემოა.

ეგზისტენციალიზმი ფილოსოფიური და ლიტერატურულია მიმდინარეობაა, რომელიც XlX საუკუნეში წარმოიშვა. პირველ ეგზისტენციალისტად ითვლება - სიორენ კირკეგორი,თუმცა ტერმინი - ,,ეგზისტენციალიზმი" მას არ გამოუყენებია. ეგზისტენციალისტებს შორის არსებითი განსხვავებებია, თუმცა თითოეული მათგანი აღიარებს, რომ ფილოსოფიური აზროვნების საწყისი ადამიანური გონებაა.
კირკეგორი თვლიდა რომ ცხოვრებას ადამიანმა უნდა მიანიჭოს აზრი და აზრს მტკიცედ და ჭეშმარიტად მიჰყვეს.

ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან პოლ სარტრმა ეგზისტენციალიზმი დაყო ორ მიმდინარეობად-რელიგიურ და ათეისტურ. თუ რელიგიური ეგზისტენციალიზმით გამოსავალი უფრო აშკარად ჩანს: ღმერთი დგას ყველა არსებული ფენომენის უკან, ათეისტიური ადამიანს ჩარჩოებში აქცევს.

უაზრობის შეგნებით ცხოვრების შეუძლებლობამ, შეიძლება განავითაროს აზრის პოვნის უნარი, მაგალითად, შემოქმედებაში. რატომ არ შეიძლება ცხოვრების აზრი იყოს ზაფხულის დღით ტკბობა ან საინტერესო წიგნის კითხვა? შეიძლება, ყველაფერი შეიძლება აზრი გახდეს, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, თქვენ უბრალოდ უნდა ჩასწვდეთ ფასდაუდებელი ცხოვრების თითოეულ მომენტს.

ეგზისტენციალიზმის დახასიათება კიდევ ერთ გზას უშვებს: მიმღებლობა. დიახ, ძნელია ცხოვრება, მაგრამ ამის მიუხედავად, შეგიძლია შეეგუო მას და, მით უმეტეს, გახდე ბედნიერი.

სამწუხაროდ (ვისთვის საბედნიეროდ), არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ თითოეული ჩვენგანი თავს დააღწევს კონფლიქტურ ფსიქოლოგიურ სიტუაციებს. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს პიროვნების ჩამოყალიბების საკუთარი გზა. ამიტომ ეგზისტენციალიზმს თანამედროვე ფილოსოფია შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა.

„Not that we believe God does exist, but we think that the real problem is not that of His existence; what man needs is to find himself again and to understand that nothing can save him from himself, not even a valid proof of the existence of God.“

„უკანასკნელ ზღვართან რომ ხარ მიმდგარი, იმის შეგრძნება, ეს სისაძაგლე რომ არის, მაგრამ არც შეიძლება სხვაგვარად რომ იყოს, საშველი რომ არ გაქვს, სხვა ადამიანად ვერასდროს რომ ვერ გადაიქცევი, თუნდაც დრო ჯერ კიდევ გქონდეს და რწმენაც გაგაჩნდეს, სხვა რაიმედ გადაქცევა რომ ძალგიძდეს. მაგრამ, ამას თავად მაინც არ ისურვებდი, მაინც არაფერს მოიმოქმედებდი, რამეთუ სინამდვილეში ვერაფრადაც ვერ გადაიქცეოდი”.-დოსტოევსკი

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG