Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანონიერი ქურდი“ ლევან სუხუმსკი ვლადიმირის სასამართლოს შენობიდან გაიქცა


კრიმინალური ავტორიტეტი ლევან აბულაძე, ცნობილი, როგორც ლევან სუხუმსკი, რუსეთის ქალაქ ვლადიმირში სასამართლოს შენობიდან გაიქცა. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური გამოცემა „პრაიმ კრაიმზე“ დაყრდნობით.

17 დეკემბერს 45 წლის „კანონიერი ქურდი“ სასამართლოზე მიიყვანეს პატიმრობის ვადის გასახანგრძლივებლად. მედიის თანახმად, ადვოკატების თხოვნით, ბადრაგმა აბულაძეს ხელბორკილები მოხსნა და ის ტუალეტში გავიდა, რის შემდეგაც პატიმრის ნახვა ვეღარ მოახერხეს.

სასამართლოს ოფიციალურად არ განუხილავს შუამდგომლობა პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ, რადგან აბულაძე „სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ შეუყვანიათ“.

წელს აპრილში აბულაძის მიმართ აღიძრა საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით „დამნაშავეობრივ იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის დაკავების“ შესახებ, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე მან მოიხადა ოთხწლიანი პატიმრობა ვლადიმირში ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და საბუთების გაყალბებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG