Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისტემა უნდა დაინგრეს


ავტორი: ამირან კაპანაძე

ალბათ ყველაზე გაცვეთილი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო „სისტემა უნდა დაინგრეს“, რომლითაც 2012 წელს ახალგაზრდული პოლიტიკური ინერტულობის გალღობა სცადეს. თუმცა არაფერი ლოგიკური არ იკვვეთებოდა იმის გარდა, რომ ახალგაზრდები ძალადობრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა აღმდგარიყვნენ. როგორც გვეჩვევია სისტემა კიდევ ერთ მაგიურ სიტყვად ვაქციეთ, რომლის შინაარსი არც მათ იციან ვინც მას წარმოთქვავენ და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კომპლექსურსაც დააყოლებენ ხოლმე. ეს თითქოს მტკივნეულ წერტილზე უფრო მეტად დაწოლას ჰგავს, იმისთვის რომ პაციენტი დააჯერო დახმარების აუცილებლობაში.

თუმცა, როდესაც პოლიტიკაში სისტემაზე საუბრობენ, სინამდვილეში ინსტიტუტებს გულისხმობენ, რომელიც კიდევ ერთი მაგიური სიტყვაა, რომლიც იმავე გაურკვეველ მანკიერ წრეზე გვაბრუნებს. ამიტომ, თანმიმვდერულად რომ მივყვეთ პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ ინსტიტუტი გარკვეულ კოლექტიურ ქცევას გულისხმობს, რომელიც შეთანხმებული წესების თანახმად ხორციელდება. მარტივად, რომ ვთქვათ როცა ვამბობთ, რომ დემოკრატიული საზოგადოება ვართ, ვგულისხმობთ იმას რომ გარკვეული პერიოდულობით ვირჩევთ ჩვენს შორის ისეთ ინდივიდებს, რომლებმაც ჩვენი ინტერესები უნდა წარმოადგინონ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ანუ წესით ჩვენ არჩევნებზე იმ მიზეზით მივდივართ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი წესების და წესრიგის დამყარება მივანდოთ ჩვენგან არჩეულ პირებს. თუმცა ამავდროულად ვთანხმდებით იმაზეც რომ მათი დადგენილი წესებს ვემორჩილებით, როგორც ხელისუფალზე ლეგიტიმაციის მიმცემი პირები. ანუ ინსტიტუტს, როგორც ქცევის მოდელს რომ მივყვეთ, ჩვენს წილ ნდობას ვაძლევთ მას ვინც გვგონია, რომ უკეთეს ქცევის წესს შესთავაზებს ჩვენს საზოგადოებას.

თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, რატომღაც ისე აღარ იქცევიან ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლებები, როგორც ეს ჩვენ წარმოგვედგინა. და სწორედ აქ ვეჯახებით ჩვენი პოლიტიკური სისტემის კომპლექსურობას, ანუ იმ მრავალშრიან ბარიერებს, რომლებიც ჩვენ - უბრალო მოკვდავთ, „დიადი“ პოლიტიკოსებისგან განგვასხვავებს. თავად სიტყვა კომპლექსურობა კი იმას ნიშნავს, რომ მოვლენებზე იმდენად ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რომ ყველას ზეპირად ვერ ჩამოთვლი. ცნობისთვის ადამიანს ერთდროულად სამ ფაქტორზე შეუძლია საშუალოდ კონცენტრირება, ესენია: სუბიქტი ანუ მოქმედი პირი, ობიექტი იგივე ზემოქმედების პირი ან საგანი და თავად ქმედება. საკითხი როგორი კომპლექსურიც არ უნდა იყოს ისევ ამ სამი ფაქტორით შეიძლება აღიწეროს და კომპლექსურობა სრულად აღსაქმელი გახადოს.

არჩევანის თავისუფლება ფიქციაა იმ ობიექტებისთვის, რომელსაც პოლიტიკური სუბიექტები თავიანთ თავს სთავაზობენ და არჩევანი ის ქმედებაა, რომელიც რეალურ თავისუფლებას იძლევა, სხვაგვარად ამას ლეგიტიმაციას ვეძახით. უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ პოლიტიკოსების ხელში არჩევანი ის იარაღია, რომელიც მათ ამომრჩეველს თავისუფლების ილუზიას უქმნის, იმისთვის რომ მოგვიანებით გაამართლოს თავისი ქმედებები „ამომრჩეველის დაკვეთით“.

ალბათ იტყვით რომ ნამდვილად ბინძურია სისტემა, რომელიც თავდაპირველად იმედებს უსახავს ამომრჩეველს და შემდეგ მათი სახელით უამრავ ბოროტებას და ძალადობას სჩადის. თუმცა მოდით ნურც ამომრჩევლები დავიბრალებთ გულუბრყვილობას, რადგან ეს ისევ ჩვენ ვიყავით „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით აღფრთოვანებულნი, რადგან გვეგონა რომ სისტემას ერთბაშად ვაზღვევინებდით ყველაფერს. აზრად კი არ მოგვსვლია, რომ თუ რეალურად გვსურდა რამის შეცვლა, მაშინ ვიღაც ოდიოზური პიროვნებებისთვის კი არ უნდა მიგვეცა სარბიელი, არამედ თავად გამოგვეჩინა პოლიტიკური ინიციატივა და განგვესაზღვრა საკუთარი მომავალი.

ალბათ ნებისმიერ ბირჟაზე გვინახავს პოლიტიკის „ზე-ექსპერტები“, რომლებმაც ზეპირად იციან ყველა მოქმედი პოლიტიკური ფაქტორი და მთელი პოლიტიკური სისტემა. თუმცა ამ ექსპერტთაგან არც ერთი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ სისტემა სინამდვილეში მათ ცნობიერებაში ცხოვრობს და მათით იკვებება. ეს ისეთი სატუსაღოა, რომელსაც არც ფერი აქვს, არც არც სუნი და არც გემო, ის ყველგანაა და მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. მატრიცა მონაცემთა სისტემაა, რომელიც კატეგორიებადაა დალაგებული და ქმედებათა თანმიმდევრობების ვარიაციებს განსაზღვრავს. სისტემის კომპლექსურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მას ბრმად ვენდობით, ანუ ვანიჭებთ ავტორიტეტს, რომელიც ქართულ სიტყვათ შეთანხმებაში ავტორობის უფლებას ნიშნავს, ხოლო ინგლისურიდან პირდაპირ ხელისუფლებად ითარგმნება.

სისტემა, რომელიც დღევანდელ საქართველოს მართავს უკვე დიდი ხნის მოძველებულია და ეყრდნობა იმას რომ ჩვენ რიგითი ადამიანები ერთმანეთს არ ვენდობით. ჩვენ გვჯერა რომ, რომ არა ხელისუფლება მთელი თავისი აღმასრულებელი ვერტიკალებით, ადამიანები ისეთი ბოროტი არსებები ვართ, რომ ერთმანეთს მიზანმიმართულად მოვსპობთ. რატომღაც გულწრფელად გვჯერა, რომ თუ კლუბიდან გამოყრილი ახალგაზრდები პროტესტს გამოთქვამენ - ისინი ძალადობამ კი არ აღაშფოთა, არამედ უბრალოდ დაღუპული მომავალი თაობაა რომელიც კლუბური ნარკოტიკებით იხრჩობდა თავს და სპეცნაზი მათ საშველად მიიჭრა. ან როცა ადამიანები სხვა სახის ზეწოლას აპროტესტებენ ხელისუფლებისგან, ისინი უბრალოდ მარგინალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებიან. ერთი სიტყვით, ჩვენ მართლა არ ვენდობით ერთმანეთს და არც პატივს ვცემთ იმას, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, უფრო მეტიც გვგონია რომ „სხვებისგან“ ვიღაცამ უნდა დაგვიცვას. ეს კი ზუსტად ის გისოსებია, რომელიც ჩვენ როგორც ერთიან საზოგადოებას ხელს გვიშლის იმაში, რომ ერთად მოვთხოვოთ პასუხი მათ ვისაც ჩვენი წილი მანდატი ვუბოძეთ.

სანამ ჩვენს როგორც საზოგადოების ინტერესთა ჯგუფების ერთმანეთთან დატაკებას და მარგინალიზებას შეძლებს ნებისმიერი უტიფარი მანიპულატორი - როგორც საზოგადოება ვერ ვიქნებით იმდენად მომწიფებული, რომ ხელისუფალმა ჩვენი ნება აღასრულოს. სისტემის დანგრევა სინამდვილეში პასუხისმგებლიანი და მდგრადი საზოგადოების აშენებას ნიშნავს, რომელსაც გააერთიანებს ღირებულებათა სისტემა და არა გარდამავალი დებულებები. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ საკუთრება ხელშეუხებელია, ეს ნიშნავს იმას რომ მერია იქნება თუ სხვა აღმასრულებელი რგოლი, ვერ გაბედავს პოლიციის ლაშქარი მიუსიოს მესაკუთრეს, მანამ სანამ არ გაიმართება სასამართლო და არ გაიცემა კონკრეტულ შეთხვევაზე აღსრულების გადაწყვეტილება...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG