Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობის წევრი: მინისტრები მუშაობენ ეფექტურად, ცვლილება არ არის მიზანშეწონილი


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც არ იცვლება მინისტრთა კაბინეტი. მისი თქმით, მინისტრები ეფექტურად უმკლავდებიან კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს.

"მინისტრთა კაბინეტი მთელ ამ პერიოდში მუშაობდა საკმაოდ ეფექტურად და ეს დაავადება და ამ დაავადებით გამოწვეული არის კონტროლის ქვეშ. გამომდინარე აქედან, რაიმე რადიკალური ცვლილების გატარება ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი. იმიტომ არ არის მიზანშეწონილი, რომ მინისტრთა კაბინეტი მუშაობს გამართულად. ცვლილება ცვლილებისთვის არ არის მიზანი", - განაცხადა მან.

დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი დასამტკიცებლად გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტში იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი. ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტის წევრი გახდა, მისი მოადგილე კი მინისტრად განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG