Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რელიგიური თავყრილობის მონაწილეებზე თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთის ღაზნის პროვინციაში აფეთქდა მოტოციკლი, რომელზეც ასაფეთქებელი მასალა იყო დამონტაჟებული. გილანის რაიონში რელიგიურ თავყრილობის ადგილზე ამ თავდასხმას სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი.

პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება მოხდა სახლში, სადაც ყურანის წაკითხვის მიზნით იკრიბებოდნენ.

18 დეკემბრის აფეთქებისთვის პასუხიმგებლობა არავის უკისრია. ძალადობის ახალი ტალღის ფონია მოლაპარაკება ყატარში, სადაც თალიბანის წარმომადგენლები ხვდებიან ავღანეთის მთავრობის წევრებს თითქმის 2020-წლიანი ომის დასრულების მიზნით. მოლაპარაკება მას მერე დაიწყო, რაც აშშ-მა მიაღწია თალიბებთან შეთანხმებას პატიმრების გაცვლასა და პირდაპირი შიდა-ავღანური შეხვედრების გამართვის თაობაზე. ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირი შეხვდა თალიბანის მოძრაობის წარმომადგენლებს კატარში, სანამ ავღანეთში გაემგზავრებოდა, რათა ბიძგი მისცეს ჩიხში შესულ მოლაპარაკებას ყატარში და მიაღწიოს ძალადობის შემცირებას.

თალიბანი აგრძელებს თავდასხმებს ავღანეთის და საერთაშორისო ობიექტებზე და მოითხოვს შეწყდეს აშშ-ის საჰაერო იერიშები, რომლებიც ბოლო ათ თვეში უნდა შეზღუდულიყო მხოლოდ ავღანური ძალებისთვის დახმარების დონეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG