Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ღამის საათებში საახალწლო ილუმინაციები აღარ გამოირთვება, „თხოვნების გამო“ — კალაძე


თბილისში, გადაადგილების შეზღუდვის საათებში საახალწლო ილუმინაციები აღარ გამოირთვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 19 დეკემბერს განაცხადა და თქვა, რომ განათებების დატოვებას მოქალაქეები ითხოვდნენ.

„ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში - ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, თბილსერვისის თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი საქმის გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან მოჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული - გამხიარულებული და ულამაზესი თბილისი. თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული!“, - აცხადებს კალაძე და განაგრძობს: „კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, რა თქმა უნდა, ვერ ჩაგვაბნელებს!“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG