Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში გრძელდება აქციები ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით


20 დეკემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს და ქვეყნის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გადადგომისკენ.

ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

პოლიცია ძალადობრივ ზეწოლას მიმართავს აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს 27,000-ზე მეტი მოქალაქე. არის ცნობები დაკავებულების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ბელარუსის ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას ავტორიტარული ფორმით თითქმის სამი ათწლეულია მართავს, უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან.

ბოლო ხანებში მინსკში და სხვა ადგილებში გამართულ დემონსტრაციებზე მოქალაქეთა რიცხვი შემცირდა, დაღლილობის, რეპრესიების და ცივი ტემპერატურის გამო. აქციების ორგანიზატორებმა ტაქტიკაც შეცვალეს და გამოდიან უფრო მცირერიცხოვანი აქციების გამართვის მოწოდებით, რათა პოლიციას გაუჭირდეს მონაწილეთა დაპატიმრება.

XS
SM
MD
LG