Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ემზადება Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინით პირველი აცრებისათვის


აშშ-ში 21 დეკემბრიდან მოელიან კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების დაწყებას მას შემდეგ, რაც 18 დეკემბერს აღნიშნული ვაქცინა გახდა მეორე პრეპარატი, რომელმაც აშშ-ში მიიღო სასწრაფო წესით გამოყენების უფლება. მანამდე აშშ-მა უკვე გასცა ნებართვა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მოხმარებაზე.

აშშ-ში იმედოვნებენ, რომ Moderna-ს ვაქცინის გამოყენება გაიზრდება უახლოეს თვეებში, ვინაიდან პრეპარატის გავრცელება უფრო იოლია, ვიდრე Pfizer-ის ვაქცინისა.

იმ ფონზე, როდესაც აშშ-სა და სხვა ქვეყნებში კორონავირუსის პანდემია ჯერჯერობით კვლავ ძლიერდება, მსოფლიოში გაჩნდა განგაშის ახალი საფუძველი კორონავირუსის მუტაციის გამო, რამაც დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იჩინა თავი.

კორონავირუსის ახალი შტამის გამო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, შეწყვიტა დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა.

ვითარების შეფასების მიზნით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს კრიზისული შტაბის (COBRA) შეხვედრას გაუძღვება. გერმანიამ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, 21 დეკემბერს ასევე გადაწყვიტა სპეციალური ანტიკრიზისული თათბირის გამართვა, რათა ვირუსთან დაკავშირებით 27 ქვეყნისაგან შემდგარი ბლოკის კოორდინირებული რეაქციის შესახებ იმსჯელონ.

XS
SM
MD
LG