Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლმა წააგო სააპელაციო სარჩელი ლონდონის სასამართლოში


ზამირა გაჯიევას სახლი მეიფერის რაიონში
ზამირა გაჯიევას სახლი მეიფერის რაიონში

აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ცოლმა, ზამირა გაჯიევამ, წააგო ბოლო სააპელაციო სარჩელი სასამართლოს მიერ „დაუდგენელი გამდიდრების შესახებ განკარგულების“ გამო, რომელმაც მას თანხის წყაროს გამოაშკარავება დააკისრა.


გაჯიევას ქმარმა, ჯახანგირ გაჯიევმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში დახარჯა 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი (21,3 მილიონი დოლარი) სხვადასხვა სახის უძრავი ქონების შეძენაზე. ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, ბრიტანეთის სასამართლომ აღძრა საქმე „დაუდგენელი გამდიდრების შესახებ განკარგულების“ გამო.

მას შემდეგ, რაც 21 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ უარყო გაჯიევას სარჩელი, იგი დაკარგავს ლონდონის ერთ-ერთ გამორჩეულ, მეიფერის კვარტალში მდებარე მის კუთვნილ ფეშენებელურ სახლსა და გოლფის მოედანს ბერკშირში, თუ ვერ შეძლებს ქონების წარმომავლობის დამტკიცებას.


მისი ქმარი, ჯაჰანგირ გაჯიევი აზერბაიჯანის საერთაშორისო სახელმწიფო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, სამშობლოში ხანგრძლივი ვადით იმყოფება საპატიმროში დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვისა და ფინანსური თაღლითობის ბრალდებით.

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ „დაუდგენელი გამდიდრების შესახებ განკარგულების“ (UWO) ფარგლებში ზამირა გაჯიევას მიმართ გამოძიების დაწყება, კანონის თანახმად, არავითარ კამათს არ იწვევს. გაჯიევას ადვოკატები კი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG