Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90-ზე მეტი ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 7871 შემთხვევა, მათგან 6003 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 102 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.

21 დეკემბერს, სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, აიკრძალა „დახურულ შენობებში საახალწლო და საშობაო ბანკეტები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG