Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი მოსმენით მიიღეს კანონი, რომელიც სესიების სრულად გაცდენის გამო დეპუტატს უხელფასოდ ტოვებს


პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამუშავების შემდეგაც დეპუტატი, რომელიც თვის განმავლობაში სრულად გააცდენს სესიებს, ხელფასს ვერ მიიღებს. საკითხი პარლამენტში დღეს განიხილეს და დღესვე უყარეს კენჭი.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შემსუბუქდეს კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არდადეგების დროს დეპუტატს ხელფასი დაექვითება იმ შემთხვევაში, თუ წინა სასესიო პერიოდს სრულად გააცდენს.

კენჭისყრას კვლავ მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და სხდომას არ დაესწრო.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დროში დაემთხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას, დაწერონ განცხადება მანდატებზე უარის თქმის შესახებ და ზოგიც არ დაესწროს სხდომებს. მოქმედი რეგულაციით, ორივე შემთხვევაში, იმ დრომდე, სანამ ისინი კვლავ დეპუტატები იქნებიან, ხელფასის მინიმუმ ნახევარს მიიღებენ.

XS
SM
MD
LG