ახალ წელს ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ განაცხადა.
31 დეკემბერს ქალაქში არ ჩატარდება საახალწლო კონცერტი, არ იქნება საახალწლო ფოიერვერკი. ასევე, არ მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და არ ჩატარდება ალილო.
პეტრე ადამაძე ამბობს, რომ წელს აქცენტი სოციალურ ღონისძიებებზე გაკეთდება:
"რეგულაციებიდან გამომდინარე, ყველა სახის კულტურული ღონისძიება გაუქმებულია. გვინდოდა, რომ ქუთაისში საახალწლო ბაზრობა ყოფილიყო, თუმცა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მობილობა მაქსიმალურად იყოს შემცირებული".
მისივე თქმით, ქუთაისში ეწყობა მთავარი საახალწლო ნაძვის ხე და განათებები, რაშიც ჯამში 140 000 ლარი იხარჯება.
დაწერეთ კომენტარი