Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ქაბულში მოკლეს ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი


უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოკლეს არჩევნების დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი. ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ფერდავს ფარამარზის თქმით, იუსუფ რაშიდსა და მის მძღოლს 23 დეკემბერს დილით დაესხნენ თავს.

რაშიდი იყო ორგანიზაცია Free and Fair Election Forum of Afghanistan-ის (FEFA) აღმასრულებელი დირექტორი. ცნობილი სამოქალაქო აქტივისტის მკვლელობისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ავღანეთში გახშირდა გამოჩენილი ადამიანების, მათ შორის, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მკვლელობის ფაქტები. ავღანეთში წელს მოიმატა ძალადობამ და ქაოსმა, მიუხედავად მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, რომლის მიზანია, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG