Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა გააძევა ორი კოლუმბიელი დიპლომატი, საპასუხო ზომის სახით


კოლუმბიის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ივან დუკე

რუსეთის მთავრობამ მოსკოვში კოლუმბიის საელჩოს ორი თანამშრომელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა - მას შემდეგ, რაც კოლუმბიამ რუსეთის საელჩოდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჯაშუშობის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს გამოაცხადა, რომ წინა დღეს კოლუმბიის ელჩი გამოიძახა და გააპროტესტა ბოგოტაში რუსეთის საელჩოდან ორი დიპლომატის გაძევების "უსაფუძვლო გადაწყვეტილება". ელჩს ასევე შეატყობინეს მოსკოვის გადაწყვეტილება, "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადოს კოლუმბიის დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი, - აცხადებს სამინისტრო.

კოლუმბიის განცხადებით, ორ რუს დიპლომატს აკრედიტაცია მოუხსნეს და აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინათ იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც "შეუთავსებელი" იყო დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან.

ადგილობრივმა მედიამ მოიტანა უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ანონიმურად დატოვებული პირების სიტყვები, რომ რუსი დიპლომატები აგროვებდნენ ცნობებს სამხედრო დაზვერვაზე და ეკონომიკურ ინფორმაციას ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG